LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

124
ფქვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს, რომელიც 2024 წლის პირველ მარტამდე იყო ძალაში და ტონაზე 50 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა.

მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელის დაწესებამ ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა, კერძოდ: აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის, შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა და აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში, პურის ფასი სტაბილურია და გამოწვევები არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები