„როდესაც სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ტყუილს ავრცელებს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც სახელმწიფოს და სიმართლე ესხმის თავს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს, საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შესახებ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი [ნინო ლომჯარია] ყველაზე სამარცხვინო დამღაა, რაც კი შეიძლება სახალხო დამცველს ჰქონდეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნინო ლომჯარია „იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის აპარატს, ვინაიდან ამ ინსტიტუტს სრული პოლიტიზება მოახდინა, დაუკარგა ის მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული“.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის [თანამდებობაზე ყოფნის] დროს იყო პოლიტიკურად მიკერძოებული პირი. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლომ მას უარი უთხრა, დადასტურდა, რომ ნინო ლომჯარია სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილ დასკვნებს დებდა.
საბოლოოდ, გამომჟღავნდა, რომ ის სინამდვილეში მაშინაც იყო პოლიტიკოსი, როდესაც აქ ბომბების წვიმას ითხოვდა და ითხოვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში, ამით ჩართულიყო რუსეთთან ომში.
კობახიძე: ნინო ლომჯარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცია“
ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც ზიანი მიაყენა სახალხო დამცველის აპარატს, ვინაიდან ამ ინსტიტუტს სრული პოლიტიზება მოახდინა, დაუკარგა ის მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. დააზიანა ეს ინსტიტუტი.
ამის იქით რა ფასი, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ადამიანის სიტყვას, რომელიც სტრასბურგმა ტყუილში ამხილა. ამაზე მეტი დაბალი შეფასება რა უნდა მოხდეს, როდესაც სახალხო დამცველი მხილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში. ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ.
გაიხსენეთ რა იყო ნინო ლომჯარიას დასკვნა. დასკვნა იყო, რომ არა [მიხეილ სააკაშვილის] კლინიკა „ვივა მედში“ დატოვების საკითხი, პირიქით „ვივამედში“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისე, რომ რაღაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს, რომელსაც აქ ვერ იღებს და ის სხვაგან უნდა გადაიყვანონ. რას ეყრდნობოდა – ამ კონსილიუმს თუ სხვა კონსილიუმს, არ ვიცი.
ვინაიდან, იგივე კონსილიუმია ახლაც, თუმცა ჩვენ მოქმედი სახალხო დამცველისგან ასეთი დასკვნა არ გვსმენია, რომ „ვივა მედიდან“ უნდა წავიყვანოთ პოლონეთში, სხვა კლინიკაში ან გავათავისუფლოთ. წინა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სწორედ ეს დასკვნა გაასაჯაროვა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტყუილი იყო.
ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა – „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა
როდესაც სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ტყუილს ავრცელებს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეს ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის საკითხს, როდესაც სახელმწიფოს და სიმართლე ესხმის თავს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს, საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი, მე მგონი, ყველაზე სამარცხვინო დამღაა, რაც კი შეიძლება სახალხო დამცველს ჰქონდეს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.