LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მია მაჩაბელი: „არ ვარ ეჭვიანი, ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, სხვები გიორგის მიმართ ინტერესს რომ იჩენენ“

336
გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი

ანსამბლ „ურსას“ სოლისტის, გიორგი ძოწენიძის მეუღლე მია მაჩაბელი მეორე ნახევართან ურთიერთობაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.

ერთმანეთზე არ ეჭვიანობთ?

არც ერთი ვართ ეჭვიანი. მე, პირიქით, ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, რომ გიორგის მიმართ ინტერესს გამოხატავენ. მასში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და ამიტომ არ ვეჭვიანობ, საკუთარ თავშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და გიორგისაც არაფერი აქვს საეჭვიანო. ძალიან ცუდი ქცევაა ეჭვიანობა, საკუთარ თავს ღრღნი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები