LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თათული დოლიძეს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში ტორტით მიულოცეს: „რაც დრო გადის, ჩემთვის ჩემი საქმე უფრო რთული და საპასუხისმგებლო ხდება…“

409
თათული დოლიძე

„შაბათ-კვირის დილას“ ცნობილი მსახიობი, თათული დოლიძე ესტუმრა, რომელმაც ახლახან იუბილე აღნიშნა.

„უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს დღეს, ამიტომ ვთქვი, რომ არ ვარ სახლში. სერიოზულად კი აღვნიშნე, მთელ ქვეყანას მოსდეთ, რომ ჩემი დაბადების დღეა“, აღნიშნა ღიმილით სტუდიაში სტუმრად მყოფმა მსახიობმა.

„მსახიობის ცხოვრება ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ყველა სხვადასხვაგვარად გრძნობს და უყურებს ამ საკითხს, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის ეს ყველაფერი. ეს, ალბათ, ასაკის ბრალიცაა, მაგრამ ფოტოგადაღება იქნება თუ ტელევიზიაში მისვლა. წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ ვღელავ და ვნერვიულობ…“

ტელეწამყვანებმა თათული დოლიძის დაბადების დღის აღნიშვნა ტორტით და სანთლებით გააგრძელეს, რამაც მსახიობი ძალიან გაახარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები