„ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო – მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – ამის შესახებ „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ნინო ნადირაძის თქმით, ყველა დიაგნოზი, რაც „ვივა მედში“ დაისვა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს.
„მკურნალობის ის ტაქტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და ახლა ფაქტობრივად, რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. სანამ სრულ კმაყოფილებას არ ვიგრძნობთ ჩვენ, მედიკოსები, მანამდე ალბათ, ჩვენთან კლინიკაში დარჩება. დინამიკა რომ მნიშვნელოვნად დადებითია, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ნადირაძემ.
„არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი განიკურნება“ – გიული ალასანია სააკაშვილზე
მისივე განცხადებით, სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია.
„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო. მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
კლინიკა „ვივა-მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“• „კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით” • „დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული” – მიხეილ სააკაშვილზე კლინიკა „ვივა-მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
Posted by TV Imedi on კვირა, 25 თებერვალი, 2024