LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის პრეზიდენტმა სუპერთასი ჩაშალა

21

მავრიტანიაში საოცარი ფაქტი დაფიქსირდა: ქვეყნის სუპერთასის შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ეს პატივსაცემი კაცი ადგა და, არც მეტი არც ნაკლები, მატჩის 63-ე წუთზე, როდესაც თავს შეატყო, რომ უაზრო ბურთაობის ცქერით დაიღალა და სხვა საქმეებიც გამოუჩნდა, ბრძანა თამაში შეეწყვიტათ და გამარჯვებულის გამოსავლენად პირდაპირ პენალტები დაერტყათ.

სუპერთასზე ერთმანეთს ”ტევრაგ-ზეინი” და ”აკს კსარი” ეთამაშებოდნენ. თამაში 63-ე წუთზე აბდელ აზიზის სურვილით შეწყდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტმა მოიწყინა, მეორე მოსაზრებით კი მოჰამედს მავრიტანიის საფრანგეთისგან გათავისუფლების 55 წლის იუბილეზე ეჩქარებოდა, თუმცა ისე არ სურდა წასვლა, რომ მოგებული არ ენახა.

მოგვიანებით, მავრიტანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქვეყნის მეთაურის ჩარევის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და გუნდის მწვრთნელების მოთათბირების შემდეგ მიიღეს. მაგარი გამოსავალია.

თუ რამე მნიშვნელობა აქვს, გეტყვით, რომ პენალტების სერია ”ტევრაგ-ზეინმა” მოიგო, ხოლო თავნება მოჰამედ ულდ აბდელ აზიზი მავრიტანიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს.

 

 

super-cup-cup-mauritania

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები