მაილი საირუსი მუდმივად აძლევს ტაბლოიდებს სალაპარაკო თემებს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომღერალი მოდელ სტელა მაქსველზე დაქორწინებას გეგმავდა, ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ სკანდალური ვარსკვლავის ინტერესის ახალი ობიექტი ჯარედ ლეტოა.
წყვილი რამდენჯერმე დააფიქსირეს ერთად. მოგვიანებით ამის შესახებ წყვილის გარემოც ალაპარაკდა, თუმცა, ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ მაილისა და ჯარედს მსუბუქი და თავისუფალი ურთიერთობა აქვთ.
„საირუსი და ლეტო შესახვედრად ისეთ სასტუმროებს ირჩევენ, რომლებსაც საიდუმლო გასასვლელი აქვს, რათა პაპარაცებს თვალში არ მოხვდნენ. მომღერალი ამ პირობას თანხმდება, მან იცის, რომ ლეტო ბევრ ქალს ხვდება. მას ეს ყველაფერი აწყობს“, – აცხადებს ინსაიდერი.