Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ფოტო: მსოფლიოში ყველაზე დიდი კაცი და ყველაზე პატარა ქალი კიდევ ერთხელ გადაიკვეთნენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მსოფლიოში ყველაზე დიდი კაცი და ყველაზე პატარა ქალი კიდევ ერთხელ გადაიკვეთნენ

144
TELEMMGLPICT000367253078_17083848345230_trans_NvBQzQNjv4BqVP-GFSVuWBo8Q9BX2ZhotLlZOVqIkYPHn8KzWvztDrg

ყველაზე პატარა ქალი და ყველაზე დიდი მამაკაცი ერთმანეთს უკვე მეორედ ხვდებიან. ამის შესახებ Telegraph წერს.

პლანეტის ყველაზე მაღალი ადამიანი, ეგვიპტელი სულტან კოსენი 251 სანტიმეტრის სიმაღლისაა, ყველაზე დაბალი ქალის, ინდოელი ჯიოტო ამგეს სიმაღლე კი მხოლოდ 36,5 სანტიმეტრია. ორი რეკორდსმენი ერთმანეთს კალიფორნიაში, ფოტოსესიისთვის შეხვდა. ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა, მანამდე კოსენი და ამგე 2018 წელს ეგვიპტეში გადაიკვეთნენ და გიზის პირამიდები ერთად დაათვალიერეს.



41 წლის კოსენმა თავისი ტიტული 2009 წელს მიიღო, მაშინ გინესის რეკორდების წიგნმა მისი სიმაღლე ოფიციალურად დაადასტურა. ამასთან, მამაკაცს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელებიც აქვს. 10 წლამდე კოსენი ნორმალურად ვითარდებოდა, შემდეგ კი გიგანტიზმი დაეწყო. ის იძულებულია სპეციალურად მისთვის შეკერილი ტანსაცმელი ატაროს და ჩვეულებრივი ავეჯის მოხმარებაც ძალიან უჭირს.

30 წლის ამგი, მსახიობია, 2 წლის ბავშვზე უფრო დაბალი ტანი აქვს და 18 წლამდე მისი წონა მხოლოდ 5 კილოგრამს შეადგენდა. მისი უჩვეულო წონა და სიმაღლე აქონდროპლაზიას უკავშირდება. ამგის სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. რამდენიმე წლის წინ ის სერიალშიც გადაიღეს, რამაც ისტორიაში ყველაზე ტანდაბალ მსახიობად აქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები