მომღერალი ლელა წურწუმია ვაჟა აზარაშვილის ცნობილ სიმღერას „ვაგიფი“ ასრულებს. აკომპანირებას როიალზე ნიკოლოზ რაჭველი უწევს.
ვიდეოს სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში backstagevideos ავრცელებს.
„ვგიჟდები ლელაზე, როგორ მინდა ერთხელ მაინც შევხვდე“, „რა ტკბილად მღერის“, – უწერენ კომენტარებში მსმენელები.