LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო დეტალები, რომლებიც ავტომობილის გამოწერის დროს უნდა ვიცოდეთ

20

საქართველოს საავტომობილო ბაზარი ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რიცხვიც. თუმცა ფაქტია, რომ ამ თემის გარშემო ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. ვის იმედად უნდა იყოს მომხმარებელი?  ავტოდილერის ან სადილერო კომპანიის კეთილსინდისიერებას ენდოს? როგორ უნდა შევარჩიოთ ავტომობილი, რომელიც თვალით არ გვინახავს და მხოლოდ დოკუმენტებით ხდება მისი შემოწმება?

საქართველოში ყოველდღიურად შემოდის ავტომობილები როგორც ევროპიდან, აგრეთვე იაპონიიდან. შესაბამისად სადილერო კომპანიებსაც და ავტოდილერებსაც საქმე თავზესაყრელად აქვთ. თუმცა, ჩვენ შევეხმიანეთ ერთ-ერთ ყოფილ ავტოდილერს ავთო აბრამიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო დეტალები გაამხილა.

 

რა უნდა ვიცოდეთ გამოწერილი ავტომობილების შესახებ და რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ავტომობილის შერჩევისას?


აუცილებელია მოვითხოვოთ ან მოვიძიოთ ინფორმაცია ავტომობილის წარსულის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გავარკვიოთ, ვინ იყო მისი მფლობელი, არის თუ არა ავტომობილი შეკეთებული, როგორ უვლიდნენ მას. ამ ინფორმაციის მოძიება მხოლოდ და მხოლოდ დილერს შეუძლია, ამიტომ ყველაზე მთავარი დილერის პატიოსნებაა. მან აუცილებლად უტყუარი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ ავტომობილის შესახებ.

 

როდესაც ავტომობილი საქართველოში ჩამოვა, აუცილებელია თუ არა შევცვალოთ ზეთი, აალების სანთლები და ა.შ.?

ადრე თუ გვიან მსგავსი ცვლილებები ავტომობილს მაინც მოუწევს. ყველამ იცის, რომ ავტომობილში უნდა შეიცვალოს ზეთი, აალების სანთლები და ფილტრები. ეს ყველაფერი კი ავტომობილს სწორად მუშაობაში ეხმარება. შესაბამისად უმჯობესია, მსგავსი ცვლილებები ავტომობილის ჩამოსვლიდან უახლოეს დროში განხორციელდეს.

 

რა განსხვავებაა ევროპულ, ამერიკულ და იაპონურ ბაზარს შორის და რომელზე უფრო დიდი მოთხოვნაა?


მოთხოვნა იაპონურ ბაზარზე უფრო დიდია. ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ იაპონურ ბაზარზე ავტომობილს ევროპასთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს. იაპონიიდან გამოწერილი ავტომობილი ბევრად უფრო ახალი, მოვლილი და იაფა, ვიდრე იგივე მოდელი ევროპიდან ან ამერიკიდან. შესაბამისად ადამიანებს ურჩევნიათ დახარჯონ ნაკლები და ყავდეთ იდეალურთან მიახლოებული ავტომობილი. თუმცა, სამივე ბაზარი სპეციფიურია და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

თავად როგორ აფასებთ ქართული ავტოპარკის ზრდას და რა ტიპის ავტომობილებია ყველაზე პოპულარული?


სამწუხაროდ ჯერ კიდევ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქალაქში სასიარულოდ მაღალკუბატურიან მანქანებს ყიდულობს, შემდეგ მის შენახვას ვერ ახერხებენ, ვერ უზრუნველჰყოფენ ელემენტარულად საწვავის ხარჯებს და აყენებენ გაზს. რაც მოქმედებს საავტომობილო მოძრაობაზე და თბილისის ქუჩებზე. შესაბამისად უკეთესი იქნება თუ მოქალაქეები დაბალკუბატურიან, პატარა ზომის ავტომობილებს შეიძენენ. ამით ჯიბესაც დაზოგავენ, გაურთხილდებიან ბუნებასაც და ქალაქიც განიტვირთება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები