პსჟ-ს არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 7000-ე გოლი გაიტანა. მან ”მალმიოს” ორჯერ გაუტანა, საიუბილეო კი მე-14 წუთზე გატანილი პირველი გოლი გამოდგა.
–
პსჟ-ს შვედმა გიგანტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გაუტანა ”მალმიოს” და ეს ჩემპიონთა ლიგაში მისი 45-ე გოლია, რითაც გადაასწრო ალესანდრო დელ პიეროს და დიდიე დროგბას. ახლა იბრა ჩემპიონთა ლიგის სნაიპერთა შორის მეათე ადგილზეა.
–
ცსკა-ს გოლკიპერმა იგორ აკინფეევმა ”ვოლფსბურგთან” შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 36-ე მატჩში გაუშვა. ბოლოს აკინფეევმა მშრალად კარი 2006 წლის 1 ნოემბერს შეინახა ”არსენალთან” მატჩში.
ამ მხრივ მეორე ადგილზეა ”ეინდჰოვენის” მეკარე ვატეროისი, რომელიც მიჯრით 16 შეხვედრაში უშვებდა.