LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს

22

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთი ჭარბწყლიანობით ხასიათდება, რის გამოც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას თანამედროვე PVD ტექნოლოგიით ხორციელდება.

დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის მიხედვით, გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) თავსდება, რომლებიც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

“სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარ გაივლის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას ხელს შეუწყობს. პროექტის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს”, – განაცხადეს დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები