ფილოლოგი, ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია სოციალურ ქსელის მეშვეობით ხშირად გვიზიარებს საინტერესო და საჭირო რჩევებს.
გია მურღულია ამჯერად, სიკეთის ძალასა და მნიშვნელობის საკითხზე საკმაოდ დამაფიქრებელ ფეისბუკპოსტს ავრცელებს.
„შენი იმედი რომ აქვს, გელის და დაეხმარები – სიკეთეა.
საერთოდ რომ არ გელის და მაინც დაეხმარები – სიკეთეა.
უცნობს რომ დაეხმარები – სიკეთეა.
მტერს რომ დაეხმარები – სიკეთეა.
ხელს რომ არ შეუშლი – სანახევროდ ეგეც სიკეთეა.
ხედავ, ღმერთმა რამდენი შესაძლებლობა მოგცა, რომ მისთვის სასურველი და მოსაწონი საქმე გააკეთო?
განა დასანანი არ იქნება, ყოველ მათგანზე უარი თქვა?
უბრალოდ, უნდა გაისარჯო, რომ დახმარება შეგეძლოს – სულიერადაც და მატერიალურადაც.
სამყაროს თხოვნა ასეთია:
როცა დასჭირდები – მზად იყავი“, – წერს გია მურღულია.