LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „კობახიძემ თქვა, რომ 2030 წლისთვის იმაზე წინ ვიქნებით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნები – 2030 წელზე უფრო ადრე რომ ამბიციას არ გამოხატავს, უამბიციობის დადასტურებაა“

135
თინა ხიდაშელი და ირაკლი კობახიძე

„ირაკლკი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ, რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, იმაზე წინ ვიქნებით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნები. 2030 წელზე უფრო ადრე რომ ამბიციას არ გამოხატავს, უამბიციობის დადასტურებაა“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

აღნიშნულით ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ყოფილიყო, დასაფასებელია, რადგან მან გაიგო, რომ დღეს ანტიევროპული განცხადებების მოცემულობა არ არსებობს.

ირაკლი კობახიძე: ამბიციური გეგმები გვაქვს, იმედია, 2030 წლისთვის მაინც, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

„ვფიქრობ, ის, რომ კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში წავიდა, ეს უკვე ძალიან კარგი და დასაფასებელია. ისიც კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან, ასევე, მოისმინა, რაც უთხრეს და ის მაინც გაიგო, რომ დღეს ანტიევროპული განცხადებების მოცემულობა არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ იმაზე წინ ვიქნებით რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნები.

ეს არასწორი პოლიტიკური კომუნიკაცია და არასწორი გზავნილია. 2030 წელზე უფრო ადრე რომ ამბიციას არ გამოხატავს, ესეც შეცდომაა. უამბიციობის დადასტურებაა.

ამ ორმა წელმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ის, რაზეც 2022 წლის იანვარში ვერც კი ვიოცნებებდით, ერთ თვეში რეალობა გახდა, ანუ ხელისუფლებამ ხალხის სურვილით კანდიდატობის სტატუსის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

ჯოზეფ ბორელი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული

ამასთან, მისი თქმით, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაცია, რომელიც მათ საქართველოში გამოგზავნეს „საბავშვო ბაღში გაცემულ ინსტრუქციას ჰგავდა“.

„ჩემნაირ ადამიანებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კითხვა პროფესიულად გვჭირდება. ბოლო დოკუმენტი, რომელიც მათ საქართველოს გამოუგზავნეს, საბავშვო ბაღში გაცემულ ინსტრუქციას ჰგავდა. როდესაც ბატონი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ პროფესიონალიზმი დაკარგა, ალბათ, ამას გულისხმობს, რომ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ევროპისგან არ გვაქვს არანაირი ისეთი დავალება, რომლის შესრულებაც შეუძლებელია და საბედნიეროდ, არჩევნები მოდის, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რაღაცები დავამტკიცოთ. თავისუფალი არჩევნები არის ის, რომ ადამიანებს ნამდვილად არჩევანის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

„ნატოში ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ალიანსის წარმომადგენლები ძალიან ელიან ამ პირველ შეხვედრას“ – ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

დასმულ კითხვაზე, ეშინია თუ არა ხელისუფლებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებების, მათ შორის იმის, რომ ის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს? – „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა უპასუხა, რომ საქართველოს ისტორიაში არის იმის შანსი, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ის მთავარმა ხელისუფალმა ამხილოს, ამიტომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თუ თავად იქნებოდა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებდა.

„თუ „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსებს“ გადახედავთ და გაიაზრებთ, მიხვდებით რისი ეშინიათ. პირველად საქართველოს ისტორიაში არის იმის შანსი, რომ თუ მთავრობა არჩევნებს გააყალბებს, ამაზე პირველმა ხელისუფალმა, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკოს. ამის ეშინიათ და დიახ, უნდა ეშინოდეთ. ეს ისეთი ტრიბუნაა, რომელსაც ვერ გააჩუმებენ და ვერ გააქრობენ.

პაპუაშვილი: „არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინაშეც საქართველოს პრეზიდენტი თავს ანგარიშვალდებულად თვლის, რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს“

თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის იმ სახის პრობლემა არ გაუჩნდება, როგორიც რაღაც ეტაპზე ჰქონდა, მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, მას არ შევიწყალებდი. სალომე ზურაბიშვილმა რა უნდა გააკეთოს არ ვიცი“. – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები