პოლ შრაიდერის რეჟისორობით, მალე ახალი ფილმი გამოვა. ვარაუდობენ, რომ ვეტერანი ფილმმეიკერი მომავალი პროექტით პირველად, კანის ან ვენეციის კინოფესტივალზე წარდგება.
Oh, Canada – კინოსურათი ამ სახელწოდებით, რასელ ბენქსის Foregone-ის ადაპტაცია იქნება.
გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებით ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოველის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს: რიჩარდ გირი, ჯეიკობ ელორდი და უმა თურმანი შეასრულებენ.
ჯეიკობ ელორდი გილერმო დელტოროს ახალ ფილმში ფრანკენშტაინის მონსტრს განასახიერებს



აღსანიშნავია, რომ 1980 წლის კრიმინალური დრამის – ,,ამერიკელი ჟიგოლო’’ შემდეგ, პოლ შრაიდერი და რიჩარდ გირი მეორედ თანამშრომლებენ.
