LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო: „რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია – თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი კი, ნებისმიერი სახის კონსულტაციაზე უარს აცხადებს“

129
ჯანდაცვის უწყება რესპუბლიკურ კლინიკაზე

„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე“, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოში რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება“ – ჯანდაცვის სამინისტრო

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება.

კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

„ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას – აქ ვიქნებით და ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით“. – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია კლინიკის შენობასთან