ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახურ გარემოში, დაეხმარეთ ასაკოვან ნათესავებს და ბავშვებს, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ თქვენი გვერდში დგომა.
ყურადღებით შეისწავლეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების, ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის, ცხარე და მარილიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ამეთვისტო, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.