LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Finnair-მა მგზავრებს ხელბარგთან ერთად აწონა სთხოვა

114
gettyimages-163394991

ფინეთის სახელმწიფო ავია გადამზიდმა Finnair-მა მგზავრებს ჰელსინკის აეროპორტში ჩასხდომამდე აწონა სთხოვა. სიახლის შესახებ CBS News წერს.

უჩვეულო თხოვნის მიზეზი აფრენამდე თვითმფრინავის წონის დადგენაა. ამ მონაცემების დახმარებით ხომალდის უსაფრთხოდ აფრენა იქნება შესაძლებელი და შესაძლო გადატვირთვასაც თავიდან აიცილებენ.

აწონის პროცედურა ნებაყოფლობითია. მგზავრებს სასწორზე ხელბარგითა და ქურთუკებით დააყენებენ. პროცესი ანონიმურია და აწონილი მოგზაურების მონაცემებს მხოლოდ ავიაკომპანიის თანამშრომლები ხედავენ. აქციაში მონაწილეობისთვის მოხალისეებს პატარ-პატარა სუვენირებს ჩუქნიან.

მთლიანობაში Finnair ზამთრის სეზონზე 12 ათასი მგზავრის აწონას აპირებს. პირველი ეტაპი 5 თებერვალს დაიწყო და ერთ კვირაში 800 მონაწილის დათანხმება შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები