LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო

25

თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ.
თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციას აღდგენა-შენარჩუნების გეგმის მიხედვით ახორციელებს. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ინტენსიურ რეჟიმში მიმდენარეობს.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესი განხორციელდება.

„ჩვენ ვახორციელებთ 35 სახლის გამაგრებას, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას. დეკემბრამდე დასრულდება სამუშაოების პირველი ეტაპი და ამის შემდეგ დაიწყება სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
გუდიაშვილის მოედნის არეალში ფონდმა უკვე აქტიურად დაიწყო ავარიული სახლების გამაგრება. 35 სახლიდან 11 მისამართზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბეგლარ ახოსპირელის ქ.N4, N7, ახოსპირელის III ჩიხი N2/1, N1/2, N1/3 , გუდიაშვილის მოედანი N6/1, N7/2, ლერმონტოვის ქ. N2, ახოსპირელის I ჩიხი N3, N8/7 და ახოსპირელის II ჩიხი N3.

თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე არეალის აღდგენა-შენარჩუნების (კონსერვაციის) გეგმას დეკემბრის დასაწყისში წარმოადგენს. გეგმა მოიცავს ისტორიულ უბანში მდებარე თითოეული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას. დოკუმენტის მიხდვით შეიქმნება არქიტექტურული პროექტები გუდიაშვილის მოედნის არეალში მდებარე სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის.

 

 

2

3

12250110_1199112076772057_2258841574091279255_n

12122956_1199112156772049_5112729801910381530_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები