LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა, ოჯახი კლინიკის ექიმებს ადანაშულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს – რას აცხადებენ კლინიკაში

162
Untitled design

ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას და ექიმების დასჯას მოითხოვს.

ბარამიძეების ოჯახის განცხადებით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის დანშვნის შემდეგ პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ქალმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში 3 თებერვალს იმშობიარა, დაბადებისთანავე ახალშობილი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკის ადმინისტრაციში განუცხადეს, ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრი საქმის შესწავლის პროცესში კომისიასთან ითანამშრომლებს.

„ბუნებრივია, აღნიშნული შემთხვევის შესახებ, ბათუმის სამედიცინო ცენტრისთვის ბრიფინგამდეც ცნობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება“,- აცხადებენ ბათუმის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციაში.

ფოტო სლაიდზე: IPN, „მთავარი არხი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები