გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა გუშინ საღამოს 7 ავტომობილი გამოიყვანეს. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში ზვიად ჯაფარიძემ განაცხადა, მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
მისივე ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია.