LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხობაძე: „დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის ტერიტორიაზე არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება.. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ როცა ვამბობთ: არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება“

143
Untitled design

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება.

შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ სპეციალისტების დასკვნა ცნობილია

ნინო ჩხობაძის თქმით, „დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოვლენა განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება“.

„ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება. არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟზეცაა საუბარი.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ თავიდანვე ვიყავით პროცესებში ჩართული. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, განსაკუთრებით, სააგენტოსთან. ჩვენ დღეს ვიღებთ ისეთ დასკვნას, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე.

სპეციალისტებთან ერთად თავიდანვე ვამბობდით, რომ ის მოვლენა, რაც შოვში განვითარდა, იყო უჩვეულო, პირველი და განსხვავებული.

არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოვლენები კავკასიონზეკიდევ განვითარდეს. როგორიც არის პროგნოზირება, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა დადგა დრო, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ განმეორდეს არც ბაღდათი და არც შოვი, არც გვქონდეს ასეთი ადამიანური მსხვერპლი.

რა არის ამისთვის საჭირო – უნდა შევქმნათ ძალიან მძლავრი სისტემა სხვადასხვა მიმართულებით. ერთია კვლევები, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ იქნება სავალდებულო კვლევები და დასკვნა, რომელსაც სპეციალისტი დადებს უნდა იყოს მკაფიო. დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ ტერიტორიაზე სადაც ეს მოვლენა განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება..

თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვით ადრე იყო დამტკიცებული შოვის განვითარების გეგმა. იურიდიულად, ფაქტობრივად დღესაც მოქმედია. ანუ დღესაც უნდა ვიგულისხმოთ და ვივარაუდოთ, რომ 13-სართულიანი შენობის აშენება იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოვლენა მოხდა, შესაძლებელია. იურიდიულად კი, მაგრამ ახლა ამ დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ „არ შეიძლება“! დასკვნა ამბობს, რომ კიდევ შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადის ჩამოსვლა. ამის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო საკრებულომ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისათვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რაჭაში 3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნა დღეს წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები