გია დავითიანი გვიან ასაკში ნაპოვნი სიყვარულის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს:
„ძალიან დიდი სხვაობაა. ამ დროს უკვე იცი, როგორ უნდა მოიქცე, რანაირად უნდა გაუფრთხილდე ამ გრძნობას. ახალგაზრდული წლები მაინც როგორია, ხომ იცით? ხან იქით გაგაქროლებს სიო, ხან – აქეთ. ვერ აფასებ ისე, როგოც უნდა შეაფასო. აქ სულ სხვა ისტორია იწერება, ისეთი, რომელსაც წყალი არ გაუვა. გისურვებთ ყველას, სიყვარულით გევლოთ…“