LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სცენის წინ ვიდექი და ვანიშნებდი..“ – რას ამბობენ გიორგი ძოწენიძე და მისი მეუღლე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

1943
BeFunky-collage (3)

მომღერალმა გიორგი ძოწენიძემ, რომელიც გადაცემას „პრაიმშოუ” მეუღლესთან ერთად სტუმრობდა, მათი გაცნობის ისტორიასა და მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიტზე ისაუბრა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ნინო ნადირაძე დაინტერესდა, ვისგან მიიღო შეტყობინება სიმღერის შესრულების დროს გიორგი ძოწენიძემ.

„სიმართლე ვთქვათ, მეუღლის შეტყობინება არ იყო. რეალურად, ჩვენი გიტარისტისთვის, რომელიც მაგ სიმღერის დროს ძალიან მაგარ სოლოს ასრულებს, ვიდეოს გადაღება მინდოდა”

მია მაჩაბელი:

„სცენის წინ ვიდექი და ვანიშნებდი, შეინახე ტელეფონი და თურმე, იღებდა.. ჩვენ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით, გიორგის ფოტოები ხშირად მხვდებოდა „ინსტაგრამზე”.. პანდემიის წყვილი ვართ, ამან დაგვაახლოვა, შეგვაყვარა ერთმანეთი და ახლა უკვე სამი წელია ოჯახი გვაქვს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები