LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოიჩინეთ ინიციატივა, აქტიურად გამოთქვით საკუთარი მოსაზრება.

თავი შეიკავეთ რისკისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

არ ღირს ჭორაობა, გარშემომყოფთა კრიტიკა და იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

პლუტონისა და მარსის ენერგიების შეერთება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გააძლიერებს გაღიზიანებას და აგრესიას ხალხის მასებში, მოიმატებს სოციალური წინააღმდეგობები და ფეთქებადი სიტუაციები, გაიზრდება ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების რიცხვი მთელ მსოფლიოში.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის და სამშენებლო მასალის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძების, ცივი და გაზიანი სასმელის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ტერაკოტისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.