LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლე ვარცხნილობის გამო ჯოლისა და პიტის გოგონას ბიჭისგან გარჩევა შეუძლებელია

43

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 9 წლის ქალიშვილი, შაილო ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში უმკიცებდა მშობლებს, რომ ბიჭის ტანსაცმელი მას უფრო მეტად მსოწონს, ვიდრე გოგოსი. ცოტა ხნის წინ მან პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტიც მოითხოვა სქესის შეცვლის მიზნით, ცნობილი იყო ისიც, რომ შაილოს კეიტლინ ჯენერის ისტორიამ შთააგონა ეს ყველაფერი, რომელიც წარსულში ათლეტი ბრიუს ჯენერი იყო და რომელიც რამდენიმე თვის წინ გახდა ქალი.

ცოტა ხნის წინ კი პაპარაცებმა ანჯელინა შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს. შაილოს ტრადიციულად ბიჭის შარვალი, სპორტული მოსაცმელი და კედები ეცვა. ფოტოგრაფებმა კი ხაზი მის ახალ ვარცხნილობას გაუსვეს, რომლის შედეგადაც მისი ბიჭისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდა.

ცნობილია, რომ მშობლებს ეს საკითხი ძალიან აწუხებთ. მათ ექიმსაც მიმართეს, რათა გაერკვიათ, არის თუ არა მათი გოგონა ტრანსგენდერი. მედიკოსების თქმით, დაზუსტებით დიაგნოზის დასასმელად საჭიროა კიდევ რამდენიმე წელი, როდესაც გოგონა მოზარდის ასაკში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები