LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლი ბერი და ოლივიე მარტინესი ერთმანეთს დაშორდნენ

77

ჰოლი ბერი მეუღლეს მესამედ შორდება. 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობი და მისი მეუღლე, ოლივიე მარტინესი ოფიციალურად ეყრებიან. იმის შესახებ, რომ ვარსკვლავურ წყვილს ყველაფერი მწყობრში არ ჰქონდა, უკვე დიდი ხანია საუბრობდნენ. თუმცა წყვილმა მხოლოდ ახლა დაადასტურა ჭორები.

„საკმაოდ რთულად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ჩვენ უწინდებურად გვეყვარება და პატივს ვცემთ ერთმანეთს, რათა ჩვენი შვილი კომფორტულად იყოს. ერთმანეთს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ პირად ცხოვრებაში. მთავარია მშვიდად იყვნენ ჩვენი შვილები ამ რთულ პერიოდში“ – ნათქვამია ბერისა და მარტინესის ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები