LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ქირურგებს რობოტები დაეხმარებიან

144
019063-00293P-daVinci-Surgical-Robot-04-24-2014

დანიის ქალაქ ვაილეს საავადმყოფოში გამოჩნდნენ რობოტები, რომლებიც ოპერაციის დროს ქირურგებს ეხმარებიან.

რობოტები ორთოპედიული განყოფილების ქირურგიაში მუშაობენ და პროთეზების დაყენებით არიან დაკავებული. ისინი პაციენტებს მუხლის ან ბარძაყის კომპიუტერულ ტომოგრაფიას უკეთებენ, რათა პროთეზის დაყენების ნიუანსები ზუსტად განსაზღვრონ.

ოპერაციის დროს ქირურგი ხერხით მუშაობს და ამ ხერხს რობოტი აკონტროლებს. რობოტი ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ ექიმი შემთხვევით საჭირო მონაკვეთს არ გასცდეს და რამე არ დააზიანოს. თუკი მინიმალური რისკი მაინც არსებობს იმის, რომ ექიმმა შეცდომა დაუშვას, რობოტი ხერხს აჩერებს.

უფრო ზუსტი მანიპულაციების დამსახურებით პაციენტი ნორმალურ ცხოვრებას ბევრად ადრე უბრუნდება, ვიდრე სტანდარტული ჩარევის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები