LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სასწავლებლად ევროპისთვის 25 მილიონ ევროს გამოყოფს

124
12

კომპანია Google ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვის 25 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისწავლონ. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მთავარ სამიზნე ჯგუფს სოციალური საწარმოებისა და არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლები წარმოადგენენ.

Google განათლებაში ინვესტირებით ცდილობს მასშტაბირებაში დაეხმაროს იმ კომპანიებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. ამასთან ერთად, ამერიკულმა კომპანიამ საკუთარი უფასო ონლაინკურსები 18 ენაზე გახადა ხელმისაწვდომი.

„კვლევების მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, გააღრმაოს ის უთანასწორობა, რაც ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დასაქმების თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სწორედ ეს ახალი პროგრამა დაეხმარება ევროპელებს შეიძინონ მეტი ცოდნა, უნარები და თავდაჯერებულობა, რათა ხელოვნური ინტელექტის გამო არავინ დარჩეს თამაშგარეშე მდგომარეობაში“, – აცხადებენ Google-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები