LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში შოუმენების დეფიციტია“, ანუ „ვოისის“ პლუსები და მინუსები

38

ბლოგერი გურამ შეროზია „ვოისი საქართველოს“ შესახებ წერს და რამდენი პუნქტში უყრის თავს, კარგსა და უარყოფითს, რაც „იმედის“ მუსიკალური პროექტის მიმდინარეობისას დაინახა.

„ახლა გადმოვახვიე გუშინდელი„ ვოისი“ და რამდენიმე მოკრძალებული კომენტარი უნდა გავაკეთო:
1. ქისტაურის გამოსვლა მეწყინა, უხერხულია, როცა:

– რასაც აკეთებ კარგად აკეთებ (ვიდეოები), არ გყოფნის და აქ მოდიხარ მოუმზადებელი… მეპურემ უნდა აცხოს პური, ანუ როცა სიმღერა გწადია და ზედმეტად საშუალო დონეზე გამოგდის – უნდა იმღერო სახლში, აბაზანაში, მეგობრების წრეში, თუნდაც ჩაწერო, კლიპიც გადაიღო, მაგრამ არა ვოისის, იქს ფაქტორის და ა.შ. სცენაზე;

– მე პირადად გამიტყდებოდა მინიშნებები, რომ იმიტომ მოვხვდი აქ, რომ მე მე ვარ და ჩემამდე ბევრად კარგი მონაცემების მქონე ხალხი „დაბრაკულიყო“;

– დადგმული სცენაც, როცა წინასწარ იცოდნენ, ვინც იყო და ამიტომ გაიყვანეს და არანაირი დამთხვევა.

2. სკამებზე ორი შუა წევრი იჯდებოდა, თუ ოთხივე – მე განსხვავებას ვერ დავინახავდი, რამეთუ მე მხოლოდ ორს ვხედავ და აქედან დასკვნა: საქართველოში შოუმენების დეფიციტია.

3. ციხეც სიყვარულის გავლით და ყველაფრის გასაპნისოპერება ვტფ, ან 250 ლარი :)) სამწუხაროა, რომ სამი წლის წინ „ვივუსი“ არ არსებობდა, თორემ ხომ აიღებდა მაგ 250 ლარს, 13 წელსაც გადაურჩებოდა და სიყვარულსაც შეინარჩუნებდა.

4. მახალისებს ერთ-ერთი სკამზე მჯდომის მიერ მეორეს მუდმივი დისკრიმინაცია და წესით, ამ მეორესაც უნდა აწყობდეს, თორემ დავიღალეთ „ბრავოს“ და „ძაან მაგარიას“ კომბინაციით, გულწრფელადაც და „სტილისტურ-სტილისტიკურადაც“, მეტი შოუ ერს!

5. ეს ფეიკ თავში ხელის შემორტყმებიც, გაშვებულ კონკურსანტებზე და სინანულის ცრემლებიც – მეზედმეტება, თუ არ მოგწონს და არ უტრიალდები, მერე რაღას ებოდიშები შე კაცო, ან თუ ასეთი კარგია – დააჭირე.

6. მოტრიალებულების შოკი, „დედა, რა ლამაზი გოგო ხარ, რატომ არ დავაჭირე“, სიმღერის კონკურსია თუ სილამაზის? ნუ ცალკე თემაა სცენურობა, არტისტიზმი, ა.შ., მაგრამ…
სულ ეს იყო, ბეზ აბიდ, პორფავორ!“

guram sherozia

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები