LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული სასტუმრო სტუმრებს 14 თებერვალს დასაძინებლად ეპატიჟება, ფასი – 150 ათასი დოლარია

126
Pool1RevisedWeb 1280 x 719 for website

სასტუმრო აშშ-ში თავის სტუმრებს ვალენტინობის დღეს „სრულყოფილი ძილით ტკბობას“ სთავაზობს. Forbes-ის ინფორმაციით, შემოთავაზების ფასი 150 ათასი დოლარია.

ბევერლი ჰილზზე მდებარე The Peninsula 2024 წლის 14 თებერვლის შესახვედრად ყველაზე რომანტიკული და მდიდრული ადგილების სიაში შევიდა. როგორც წყარო აზუსტებს, სასტუმროში მისულ სტუმრებს პირადი მსახური დახვდებათ, რომელიც მათ ორ სართულიან ვილასთან მიაცილებს, სადაც მათ კომფორტული გარემო და ფეშენებელური ინტერიერი დახვდებათ.

ამის შემდეგ დამსვენებლებს Rolls Royce-ის ავტომობილით სპეციალიზებულ სპაცენტრში გადაიყვანენ, სადაც ძილთან დაკავშირებით რჩევებს მისცემენ. გარდა ამისა, საუკეთესო მატრასსაც შეურჩევენ. შემდეგ ამ მატრასს დაამზადებენ და ვილაში მიიტანენ, მოგვიანებით კი სტუმარს სახლში გაატანენ.

„ხიზილალითა და შამპანურით საუზმე საწოლში – თქვენს სტუმრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის“ – ნათქვამია შემოთავაზებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები