საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
სტიქია წალენჯიხაში: ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი“, – აცხადებენ უწყებაში.
თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
ხულოს, შუახევისა…
Posted by აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი on ორშაბათი, 05 თებერვალი, 2024
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რამდენიმე სახლს დაუზიანდა სახურავი. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ზუგდიდის მერიის ცნობთ, ანაკლიაში, მდინარე ენგურის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა.
წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები,…
Posted by ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality on ორშაბათი, 05 თებერვალი, 2024
ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა იმერეთის რეგიონში. ქარმა სახლებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია 14 სახლი.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივაც. აბონენტების ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის და გაზის გარეშეა დარჩენილი.