LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს” – გიორგი ამილახვარი

159
გიორგი ამილახვარი

ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს, – აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დავეყრდნოთ ამ სფეროს ექსპერტებს, რომელშიც ჩართული არიან ყველა, თუ ვინმე საუკეთესოა ამ ქვეყანაში.

„ჰაგიოგრაფიაზე არაერთი კითხვა იყო, ამას პირდაპირ გავცემ პასუხს, ეს არ არის სამინისტროს პოზიცია, ეს ერთი. მეორე, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. აქ მხოლოდ ლაპარაკი იყო ჰაგიოგრაფიის სწავლების მეთოდიკაზე და ერთგვარი ექსპერტული აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო იმ ინტერვიუში, რომლის ინტერპრეტირებაც შემდგომ, სამწუხაროდ, სწორად არ წავიდა.

თუმცა, მაინც კარგია, რომ საზოგადოებაში დისკუსია იყო და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ. პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა! ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, თუმცა, მე არ ვარ ამ მიმართულების არც სპეციალისტი, არც მცოდნე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს, რომელშიც ჩართული არიან ყველა, თუ ვინმე საუკეთესოა ამ ქვეყანაში.

აქ არის სწავლების მეთოდიკაზე საუბარი. პასუხი ნათელია, არავითარი მღელვარება ამ კუთხით არ არსებობს და ორი აზრიც არ არის. ის ადამიანიც სამინისტროს წარმომადგენელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არის საგნობრივი ჯგუფის ექსპერტი და რეალურად, ექსპერტული მოსაზრება გააჟღერა, მათ შორის სწავლების მეთოდიკაზე და არა იმაზე, რომ ჰაგიოგრაფია არ უნდა იყოს. ვინც ამ დარგის მცოდნე ხართ, მგონი ყველამ კარგად გაიგეთ. მგონი, არც ის ადამიანი არ არის ხელწამოსაკრავი, ვინც ეს აზრი გააჟღერა და ის არ იტყოდა ამას, ამიტომ, ამ საკითხზე პასუხი ნათელია“, – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, რომ სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად, თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, მისი თქმით, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც.

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები