განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ამ დროისთვის, ფინანსური დავალიანება 6 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გაუნულდა.
ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტს 1000 – მდე სტატუსჩერებული სტუდენტი ჰყავს, თუმცა მათ დავალიანება ვერ გაუნულდებათ, რადგან თანამშრომლობაზე უარი თქვეს“ - გიორგი ამილახვარი
„30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებდა.“
„მიმდინარეობს იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ.
დღემდე დაახლოებით 6 ათასამდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს უწყვეტად მიმდინარეობს. მათ აქვთ 5 წლიანი ვადა, მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი და დაუბრუნდნენ აუდიტორიებს“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.