საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „რეიმსის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. სიმბოლური გუნდი ცნობილმა ინტერნეტ გამოცემა Beinsports-მა შეადგინა.
“ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა რეიმსისთვის კარგი შენაძენი გამოდგა. თავისი ხისტი თამაშით მან ლილის წინააღმდეგ არაერთხელ იყოჩაღა დაცვაში და გამოიტანა ბურთები, კანკავა არასდროს ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის” , – იწერება ვებგვერდზე.