ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა, ნანა ჩარკვიანმა დათო გორგილაძესთან ინტერვიუზე მამაზე ილაპარაკა.
„ირაკლის მამობა ჩემთვის ენერგეტიკის დიდი ბურთია.. ის ჩემთვის სითბოა.. მგონია, რომ ვინაიდან დიდიხანი ერთად არ გამოგვივიდა ურთიერთობა, უფრო დავახლოვდით ამით, უფრო სხვა დონეზე შევძელით შეერთება.
ყოველთვის ტკბილად მახსენდება. წარმოიდგინე, მიდიხარ სკოლაში დილით, ფეხით და ყოველ გასვლაზე მამა გიყურებს ფანჯრიდან..
ირაკლი ახლა აქ რომ იყოს ყველანაირად ჩემიანი იქნებოდა“, – ამბობს ნანა ჩარკვიანი.