112 მოსახლეობას გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის, რომელშიც აღნიშნულია, რომ 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექი.
ცნობისთვის, სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, 6 თებერვალს იქროლებს ძლიერი ქარი.