Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ივანიშვილის მორიგი ფოჩიანი კანფეტები, რომლის გადმოყრასაც კიდევ აპირებს, ხალხი არ ჭამს“ – პაატა მანჯგალაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილის მორიგი ფოჩიანი კანფეტები, რომლის გადმოყრასაც კიდევ აპირებს, ხალხი არ ჭამს“ – პაატა მანჯგალაძე

142
მანჯგალაძე და ივანიშვილი

სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები“. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს.

როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ვინც არის და რაც არის კარგად იცის ხალხმა და ივანიშვილის მორიგ „ფოჩიან კანფეტებს ხალხი არ ჭამს“.

სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა

„სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა. ქართველი ხალხი 12 წელია ხედავს „ქართული ოცნების“ საქმეს და გეგმას, რომელმაც სიღარიბის, უმუშევრობის და მიგრაციის გარდა არაფერი მოუტანა ქვეყანას.

ეს არის რეალობა და რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, არც არასდროს იმოქმედებს. საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი გამოწვევა დგას ასე – ან ფასადური ცვლილებები ან რეალური ცვლილებები. ან იმედი და სამუშაო ადგილები, ან სიღარიბე. ოპოზიცია ვთავაზობთ რეალურ ცვლილებებს, სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებას, ევროკავშირში ინტეგრაციას, „ქართული ოცნება“ ფურცელზე დაწერილ ფუჭ ოცნებებს 12 წელია. დეტალებში შეყოლას აზრი არ აქვს, არცერთი სამთავრობო ე.წ. გეგმა არ განუხორციელებიათ.

ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ როგორ შევქმნით მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ მოვაგვარებთ ჩვენი 400 ათასამდე პენსიონერისთვის სესხთან არსებულ პრობლემას. ეს არის ჩვენი რეალური შეთავაზებები და არა ივანიშვილის მორიგი ფოჩიანი კანფეტები, რომლის გადმოყრასაც კიდევ აპირებს და ხალხი არ ჭამს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები