LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა.. თურქეთის კლინიკაში ლამის ამამღერეს, ბუშტების გაბერვის მაგივრად იმღერეო.. ერთი წამით არ მომშორებია მეუღლე..“ – წლების შემდეგ დასმული დიაგნოზი: ნინო ბაშარული იშვიათი დაავადების შესახებ და მომღერლის რჩევა საზოგადოებას

222
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

როდესაც მძიმე დიაგნოზის წინაშე ვდგებით – როგორ გავუმკლავდეთ ახალ სიტუაციას და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, ამ თემაზე გადაცემაში „იმედის დღე“, ქეთი ასათიანის რუბრიკაში მომღერალმა ნინო ბაშარულმა ისაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას.

„აღმომაჩნდა თანდაყოლილი ფილტვის მანკი.. ვნატრობ მალე გამოჯანმრთელებას და სახლში დაბრუნებას, რომ ისევ ავმღერდე“ – ნინო ბაშარული

„რაც თავი მახსოვს, ჩემი ცხოვრების ნახევარი, ექიმებთან, კლინიკებში გავატარე, თუმცა ვერსად საეჭვო სიტუაცია ვერ აღმოაჩინეს. ეს  მხოლოდ 44 წლის ასაკში მოხდა. დამისვეს დიაგნოზი – ფილტვის სეკვესტრაცია..

ძალიან ბევრ გასტროლს დავაკლდი, შემოქმედებითი საღამოები გავაუქმე, მაგრამ ვფიქრობ, სხვა პროფესია რომ მქონოდა, შეიძლება პნევმონიას შევწირულიყავი, სიმღერა მეხმარებოდა იმაში, რომ ფილტვს აქტიურად ემუშავა, რადგან ამ დროს სწორი სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია და ფილტვიც რაღაცნაირად ჯანსაღ მდგომარეობაში იყო..

რაც შეეხება სიმპტომებს, წელიწადში ექვსჯერ, ხანდახან შვიდჯერაც მქონია ფილტვების ანთება, აქედან გამომდინარე, აქტიურ ცხოვრებას მოკლებული ვიყავი, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი, ხანდახან სიცხიანიც გავდიოდი და ვმღეროდი..

ძირითადი სიმპტომები იყო ოფლიანობა, დაღლა, სისუსტე, დაბალი სიცხეები.. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს და ბოლოს  ამ სიმპტომატიკის მიზეზს მივაგენი, დიაგნოზის გაგებასაც პოზიტიურად შევხვდი..

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ძალიან ფრთხილად მოიხმარონ ანტიბიოტიკები, აუცილებლად დიაგნოზის დაცმის შემდეგ, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენონ..

ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა მძიმე ხანა იყო, მაგრამ როგორც კი შემოქმედებითი ცხოვრება დავიწყე, როგორც მომღერალმა, ეს სიმძიმე შემსუბუქდა, ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა..

ოპერაციის შემდეგ, როდესაც ჩამოვედი, მეგობრებმა დაბადების დღე აღმინიშნეს, ჯგუფი „ურსა“ იყო მოსული, ერთად ვიმღერეთ კიდეც და მითხრეს, ძალიან ამბიციური ხომ არ ხარ ქალბატონო, უკვე მღერი კიდეცო?

ოპერაციიდან დაახლოებით, 2 თვე გავიდა.. თურქეთის კლინიკაში ლამის ამამღერეს, თუ გინდა გიტარას მოგიტანთ, ბუშტების გაბერვის მაგივრად იმღერეო..

წლების შემდეგ დასმული დიაგნოზი და ნინო ბაშარულის იშვიათი დაავადება

წლების შემდეგ დასმული დიაგნოზი და ნინო ბაშარულის იშვიათი დაავადება – რთული გამოწვევა და ახალი ცხოვრების დასაწყისი

» როდესაც მძიმე დიაგნოზის წინაშე ვდგებით – ნაბიჯები, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ, რომ გავუმკლავდეთ ახალ სიტუაციას ქეთი ასათიანის რუბრიკაში #დიეტა+

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024

ჩემი მთავარი დასაყრდენი ძალა, ჩემი რაჭველი მეუღლე იყო, ერთი წამით არ მომშორებია, ცოტა გავაწამე, მაგრამ ძალიან მედგა მხარში, მისმა რაჭულმა იუმორმა ჩემზე დადებითად იმოქმედა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები