LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუ 3 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

14

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით გამოჩენილი საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში, რომელიც “რეალის” ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს ინტერესებს წარმოადგენს, ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს ეძებს.

ამავე წყაროს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი “რეალიდან” წასვლას მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან დაძაბული ურთიერთობის გამო აპირებს, რომელიც გუნდის გარეტ ბეილის ირგვლივ აწყობას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს “პარი სენ ჟერმენთან”, მანჩესტერ ”სიტისთან” და მანჩესტერ ”იუნაიტედთან”.

როგორც იცით, რონალდუს “რეალის” დატოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, ”სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის კრიტიკის გამო. შეგახსენებთ, რომ  პორტუგალიელ გოლედორს ”რეალთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.