LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ!

302
29f1d7f7-72aa-499f-8a3f-be2262db59fc (1)

„მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [დასრულება] – მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

კალაძე: „წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა.. დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტში დასრულდება“

„ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, [ირაკლი] ბენდელიანმა მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდნენ ღირსებით და დროულად, ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. გამოდით, ახლა უნდა დაგთვალოთ,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. როგორც მერმა აღნიშნა, რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები