ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი მამის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
ქეთი წიკლაური: „მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ…“
ქართველი საესტრადო მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური, 2021 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მდგომარეობის გართულების შემდგომ თემურ წიკლაური თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.
მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა, მომღერალს სიცოცხლის პერიოდში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის“ როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი“ დღემდე მაყურებლისათვის ერთ–ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.