LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიმართლე გითხრათ მე გამიხარდა, რომ დაიხურა ეს გადაცემა.. ამომივიდა ყელში“ – ია ფარულავა თავის გადაცემის დახურვაზე 

364
Untitled design - 2024-01-31T155705.503

ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხი თებერვლისა და მარტის განმავლობაში ტელეარხი ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ტელეკომპანიამ დახურა არის „ილაპარაკე ია ფარულავასთან ერთად.“

მსახიობი ფაქტს, სოციალურ ქსელში „სთორიში“ გამოეხმაურა:

„სიმართლე გითხრათ მე გამიხარდა, რომ დაიხურა ეს გადაცემა.. ამომივიდა ყელში.. 

ერთადერთი, ეკრანზე ყოფნა ჩემთვის კარგი იყო, რადგან, მუდმივად ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, მტრის ჯინაზე უკეთეს ფორმაში ჩავდგები,“ – ამბობს ფარულავა.

„არცერთი წუთით არ მწყდება გული“ – ია ფარულავას გადაცემა „ფორმულაზე“ დაიხურა

„ფორმულამ“ ასევე დახურა გადაცემა „სთორი.“

„მგონი, ძალიან მეტყობა, რომ  ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ  თვალები დასიებული მაქვს, არ მეგონა, თუ ამაზე მომიწევდა საუბარი“ – თათია შარანგიას ემოციური მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები