LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოოპარკმა „უზრდელი“ თუთიყუშების გამოსწორების მეთოდი მოიფიქრა

123
lincolnshire

დიდ ბრიტანეთში, ველური ბუნების პარკის თანამშრომლებმა მოიფიქრეს მეთოდი, თუ როგორ გადააჩვიონ თუთიყუშები გინებას. ამის შესახებ CNN წერს.

ჯერ კიდევ 2020 წელს ზოოპარკის თანამშრომლებს 5 აფრიკული თუთიყუშის მეგობრებისგან იზოლირება მოუწიათ. უცნობია, თუ ვინ ასწავლა მათ უცენზურო სიტყვები, თუმცა ფაქტია რომ პარკში მიყვანისას ისინი უკვე „განსწავლულები“ იყვნენ. ცოტა ხნის წინ ზოოპარკს კიდევ 3 თუთიყუში დაემატა და ისინიც ბევრ ცუდ სიტყვას ამბობენ.

თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, „უზრდელი“ ფრინველები 92 „ზრდილობიან“ თუთიყუშთან მოათავსონ, რათა გინებას გადააჩვიონ. სპეციალისტთა ჩანაფიქრის მიხედვით, თუთიყუშები ცუდ ლექსიკას უმრავლესობის გავლენით უნდა გადაეჩვიონ. თუმცა, ისინი აღიარებენ რომ ეს მეთოდი საკმაოდ საშიშია, რადგან შესაძლოა ყველაფერი პირიქით მოხდეს და დანარჩენმა 92-მა ისწავლოს გინება. თუკი ასე მოხდება, მთელი ვოლიერი +18 ზონად გადაიქცევა.

როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, „უზრდელი“ თუთიყუშები ჯგუფში მშვენივრად ადაპტირდნენ, თუმცა გინებას ჯერ ვერ ეშვებიან. ამასთან, 6 ფრინველი კაცის ხმით იგინება, 2 – ქალის და როცა ისინი ამას ერთად აკეთებენ, საკმაოდ ცუდი მოსასმენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები