ჯესიკა ალბასა და კაილი ჯენერს შორის კონფლიქტი ამოწურულია. 18 წლის ჯენერმა ალბას, ბოდიშის მოხდის მიზნით, ყვავილების თაიგული გაუგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ალბა „ინსტაგრამზე“ წერს. მსახიობმა სოციალურ ქსელში ყვავილების ფოტო განათავსა :
„მოვედი სახლში და ულამაზესი ყვავილები დამხვდა. მადლობა კაილი, ძალიან საყვარელი ხარ,“ – წერს ალბა სოციალურ ქსელში.
უსიამოვნო შემთხვევა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მოხდა, ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ ჯესიკა ალბა შენობიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას კაილი ჯენერის დაცვამ უხეშად კრა ხელი. ინციდენტი მედიისა და სოციალური ქსელების განხილვის საგნად იქცა.