ეკა მამალაძე თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და განვლილი გზის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანს ესაუბრა.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ახლა, როგორც ქალს, გადასარევი ეტაპი აქვს:
„40 წლის რომ გავხდი, მივხვდი, რომ რაღაც იცვლებოდა, იქ იყო ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. მქონდა ბევრი განცდა და შიში, როგორ იქნება, რას ვშვრები, მარტო ვარ, არ ვარ მარტო, ბავშვები… იყო ბევრი პრობლემა. 50 წლამდე რაღაცნაირად გავუძელი ამ ჩემს ფიქრებსა და განცდებს. 50 წლის რომ გავხდი, უფრო დავმშვიდდი. არ ვიცი, რაღაც ხდებოდა, რომ ვლაგდებოდი. 40 წლის ასაკში მეგონა, რომ ძალიან ბებერი ვარ და ასაკში… ეს გვაქვს ქალებს ზუსტად ამ პერიოდში. 50-ს რომ გადავცდი, წავიდა უკეთესობა. შემოქმედებითადაც უფრო დავღვინდი…
შემოქმედებითად მე უფრო მეტი წვალება მაქვს, ვიდრე ნანის. ვამტკიცებ… ნანის შვილობა უმნიშვნელოვანესია. 60 წლისაც კი ვარ მაინც შვილი და ეს ძალიან კარგია. ამითაც ვგრძნობ ჩემს ახალგაზრდობას. როდესაც დედა გყავს, ეს დიდი ბედნიერებაა…“