LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე“ – „კორუფციის აღქმის ინდექსით“ საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა

146
Untitled design - 2024-01-30T115129.847

„კორუფციის აღქმის ინდექსის“  მიხედვით 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა.

განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა.“

მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება.

ქვეყნები ფასდება 100-ბალიანი სისტემით, როცა 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

2023 წელთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2016 წელს.

„საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე,“ – წერია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

ორგანიზაციის რეკომენდაციებია:

  • ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის ნაცვლად, დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
  • „გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა;
  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ;
  • გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები