მომღერალმა ნუცა თოფურიამ ცოტა ხნის წინ გულშემატკივარი კიდევ ერთი ახალი ნიჭით მოხიბლა – მეგაშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნუცამ საკუთარი საცეკვაო შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინა და მეწყვილესთან ერთად, მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი ნომერი შესთავაზა.
რა გზა გაიარა ნუცამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალამდე, რა აღმოაჩენინა საკუთარ თავში პროექტმა და ვინ იყო მისი მთავარი გულშემატკივარი – მომღერალი ყველაზე ემოციურ მომენტებს იხსენებს რადიო „ფორტუნას“ რუბრიკაში „ფორტუნასთორი“.
„ძალიან რთულია, ვთქვა, ვინ იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ბებო, რომელიც „ლაივებზე“, სამწუხაროდ, ვერ მოდიოდა.
ოჯახის წევრები მიგზავნიდნენ ვიდეობს – როგორ იღებდა ტელეფონს და მირეკავდა, როგორ მგულშემატკივრობდა..
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ იმდენი ვიტირე.. დიახ, ვენერა ბებო იყო ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარი“, – ამბობს ნუცა თოფურია.
ნუცა თოფურია პირად ცხოვრებაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, რუბრიკაში
? „ეს ამბავი ზღაპარივით დაიწყო, როგორც მეუბნებიან, მსახიობიც ვარ, წინ ძალიან კარგი სიახლეებია“ Nuca Topuria
„მე და გია ყანჩელს განსაკუთრებული ისტორია გვაქვს, ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით“ ✨
„ბებო ჩემი განსაკუთრებული გულშემატკივარია“
ნუცა თოფურია პირად ცხოვრებაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, რუბრიკაში #ფორტუნასთორი #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 26 იანვარი, 2024