LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საკუთარი გოგონას სქესის შეცვლაში ეხმარებიან

8

როგორც უცხოური პრესა იუწყება, ცნობილი ჰოლივუდელი წყვილი სპეციალისტთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, ოჯახის ერთ-ერთ მოზარდ ქალბატონს, სქესის შეცვლა სურს და მშობლები მზად არიან მას გვერდით დაუდგნენ.

„ჩვენ მათ ვუთხარით, რომ შილო სჯობს იყოს ისეთი, როგორიც არის. მიუხედავად იმისა იზრდება ის მხოლოდ გოგონებში, თუ ბიჭებში. თქვენ ის უნდა გიყვარდეთ ისეთი როგორიც არის,“ – განაცხადეს ფსიქოლოგებმა.

„ბრედი და ანჯელინა სპეციალისტთან იყვნენ იმიტომ, რომ მათ ძალიან უყვართ შილო და სურთ, მან თავი დაცულად იგრძნოს.“ – აცხადებს წყვილის ოფიციალური წარმომადგენელი.

პრესა აქტიურად წერს ამ თემის შესახებ, თუმცა როგორც სჩანს, წყვილს სურს, რომ ბოლომდე დაიცვას მოზარდი შვილის ინტერესები და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან როგორც ოჯახში, აგრეთვე თანატოლებშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები