ლონდონის ”არსენალის” ლეგენდამ – ტიერი ანრიმ ”მეთოფეთა” 19 წლამდელთა გუნდს გუშინ ვარჯიში ჩაუტარა, ინფორმაციას ”არსენალის” ოფიციალური ”თვითერის” გვერდი ავრცელებს.
ფერხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, გასული წლიდან იგი ტელეარხ Sky Sports-ში ექსპერტად მუშაობდა. თებერვალში ლონდონელებმა ანრის ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის თავკაცობა შესთავაზეს და როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ახლა მიიღო.
ანრი “არსენალში” 1999 წლიდან 2007 წლამდე და 2012 წელს ასპარეზობდა. იგი ”მეთოფეთა” ყველა დროის საუკეთესო თავდამსმელად მიიჩნევა.